ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ საქართველოს რეგიონალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კონცეფცია შეიმუშავა.
აღნიშნული პროექტი ასოციაციის წევრებმა დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებს გააცნეს.
"ჩვენს მიერ შემუშავებულ კონცეფციაში ძირითადად აქცენტი ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზეა გამახვილებული და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება", - აღნიშნა ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, კონცეფციაში ძირითადად ყურადღება საქართველოს რეგიონალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზეა გამახვილებული, ამასთან არის ინოვაცებიც, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობაში ორ დონიანი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას ეხება.
"პროექტის მიხედვით ადგილობრივი თვითმართველობაში ორ დონიანი უნდა იყოს - ზედა სამხარეო დონე და ქვედა მუნიციპალიტეტების", - განმარტა ჭეიშვილმა.