აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე იერიშებს მიიტანენ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს კვლავ თავს დაესხმება.
ამის შესახებ „ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„ამიერიდან, ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეში გემებს ცეცხლს გაუხსნის - იქნება ეს რაკეტებით, სარაკეტო ჭურვებით, უპილოტო საფრენი აპარატებით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით ან იარაღით, შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს, მათ შორის იმ ობიექტებსაც, რომლებიც თეირანის მახლობლად ან თავად დედაქალაქში მდებარეობს“, - წერს ტრამპი.