დღეს, 21 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ხუთი ახალი მოსამართლე წარადგინა.
ნინო ყანჩაველმა, ლაურა მიქავამ, შოთა გეწაძემ, ამირან ძაბუნიძემ,შორენა წიქარიძემ წარმატებით დაასრულეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული კურსი.
ახალი მოსამართლეებიდან ოთხი წლების მანძილზე სასამართლო სისტემაში მუშაობდა, ხოლო ერთი პროკურატურაში.
ფიცის დადების შემდეგ ხუთივე მოსამართლე თბილისისა და საქართველოს რეგიონის სასამართლოებში გადანაწილდებიან.
სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სისტემის კვალიფიციური კადრებით შევსებაა.
2009 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც სავალდებულო გახდა მოსამართლეობის კანდიდატისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრება, სასამართლო სისტემა 19 ახალი მოსამართლით შეივსო.