აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი თბილისს ეწვევა.
თბილისში ჩამოსვლამდე სტაინბერგი, 24 თებერვალს ჩაიდის აზერბაიჯანში, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრება.
საქართველოს პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრისას, სავარაუდოდ, განხილულ იქნება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, რეგიონალური საკითხები.
სტაინბგერგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. სწორედ სტაინგერგი ხელმძღვანელობს აშშ- საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობის საბჭოს კომიტეტს.