მამლების ორთაბრძოლისთვის ნიუ-იორკში 33 ადამიანი დააკავეს
ნიუ-იორკის სამართალდამცავებმა მამლების უკანონო ორთაბრძოლის ორგანიზატორების წინააღმდეგ რეიდის დროს 33 ადამიანი გამოავლინეს.
ოპერაცია პატარა ქალაქ სენტრალ-ისლიპში განხორციელდა. სამართალდამცავებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ერთ-ერთი სახლის სარდაფში მამლების ორთაბრძოლა ტარდებოდა. ამიტომ ამ ადგილისკენ პოლიციის რამდენიმე ჯგუფი გავიდა.
დაკავებულებს შორის მამლების ორთაბრძოლის ორგანიზატორი 37 წლის როზა მედერო და 34 წლის პაბლო ლოპესი აღმოჩნდა. მათ კანონის დარღვევის გამო წაუყენეს ბრალი. დანარჩენები კი ორთაბრძოლის მაყურებლები აღმოჩნდნენ.
რეიდის დროს 40 მამალიც აღმოაჩინეს. ამასთან, მამლების ორთაბრძოლისთვის საჭირო ტექნიკა და აქსესუარები იპოვეს.
შეგახსენებთ, მამლების ორთაბრძოლა აშშ-ის 50 შტატშია აკრძალული. მებრძოლი მამლების მოშენება და მათი ორთაბრძოლების ჩატარება სოლიდურ ჯარიმას ითვალისწინებს.