21 თებერვალს შეერთებულ შტატებში აღინიშნება ამერიკის პრეზიდენტის დღე.
„ამერიკის მეგობართა კლუბის" ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შეერთებული შტატების პრეზიდენტების ფოტო გამოფენა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი და გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "ამერიკის პრეზიდენტი".
ღონისძიებას დაესწრება ამერიკის საელჩოს და საქართველოს პარლამენტის წევრები.
დასაწყისი 4 საათზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, აუდიტორი (152).