დიდთოვლობაა თიანეთში. ამ დრომდე ჩაკეტილია არტანის საკრებულოს რამდენიმე სოფელთან მისასველი გზები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზების გაწმენდა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
დიდთოვლობის გამო მოწყვეტილია დუშეთის ორი თემი_უკანა ფშავი და ჭონქაძის თემი, რომლის მოსახლეობაც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დუშეთის გამგეობაშიUსაგანგებო შტაბია შექმნილი, სადაც საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებიც შედიან. მათი განცხადებით, სოფლებამდე დამაკავშირებელი გზები გამოდარებისთანავე გაიწმინდება.
დიდთოვლობის გამო 50-მდე სოფლის მოსახლეობას კახეთში ელექტროენერგია კვლავაც არ მიეწოდება. ელექტროსადენები აქ თოვლმა და ქარმა დააზიანა. დენის გარეშე კახეთში 16 ათასი აბონენტია დარჩენილი.
ცნობისთვის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი კიდევ ორ დღეს შენარჩუნდება.