საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დასკვნით დოკუმენტს წარადგენს. დეპუტატები კი მას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაეცნობიან.
363 გვერდიან დასკვნას პროკურატურისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით, ზვიად გამსახურდია მოკლულია.
ამასთან, იგი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისა და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს.
"იმის გამო, რომ თვითმკვლელობა ეჭვქვეშ დგება, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის მართლაც მოკლულა. ეს ერთმანეთთან ლოგიკურადაა დაკავშირებული და არ შეიძლება, აქ სხვა ვერსია არსებობდეს",_აცხადებს გამსახურდია.
მისი თქმით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს რეკომენდაცია ეძლევა, ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე.