ხვალ, 21 თებერვალს, 15.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, "ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები" გამართავენ აქციას და საქართველოს კანონს "პოლიციის შესახებ" გააპროტესტებენ.
"ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების" ადამიანის უფლების შელახვად მიიჩნევენ კანონის მე-9 პრიმა მუხლს, რომლის თანახმადაც პოლიციელს აქვს უფლება გონივრული ეჭვის საფუძველზე შეაჩეროს მოქალაქე და აწარმოოს მისი ჩხრეკა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, სადაც აპროტესტებენ პოლიციის შესახებ კანონის მე-9 პრიმა მუხლს.