აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ირანზე განხორციელებული ბოლო იერიშები პირდაპირი პასუხი იყო ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების დაბომბვაზე და თეირანი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში გაცილებით მძიმე შედეგებს მიიღებს.
ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
"დღევანდელი იერიში არის პასუხი ირანის მიერ გემებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუ ეს კიდევ განმეორდება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნება!“ - წერს ტრამპი.
8 ივლისს ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ტერიტორიაზე იერიშები განაახლეს, რათა შეეზღუდათ თეირანის შესაძლებლობა, დაბლოკოს ჰორმუზის სრუტე.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, „უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით, ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანზე დამატებითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ მისი შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებას.“