უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის შეხვდა
ზელენსკის განცხადებით, მას და ნავროცკის შორის „მნიშვნელოვანი და საჭირო საუბარი“ გაიმართა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„ჩვენ ერთი საერთო საფრთხე გვაქვს - ეს რუსეთია. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგების, მხარდაჭერის შენარჩუნება და ერთობლივი მოქმედება“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგს გააგრძელებენ.
„ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ ძლიერი ურთიერთობები სჭირდება“, - დასძინა ზელენსკიმ.