ხვალ, 21 თებერვალს, 13 00 საათზე, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრებს შეხვდებიან.
როგორ ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" პრეს-სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის თემაა "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის მიერ შემუშავებული კონცეფციის პრეზენტაცია საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური გარანტიების შესახებ".