რუსეთის ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა კრიზისამდელ დონეს მომდევნო წლის დასაწყისში მიაღწევს. ეს განცხადება მან კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
კუდრინის თქმით, რუსეთის მრეწველობა 97-98 % უკვე შეესაბამება 2008 წლის დონეს, თუმცა რიგი სფეროები, მაგალითად მეტალურგია და მშენებლობა ჯერ ჩამორცება. მისივე თქმით, ერთი წლის შემდეგ რუსეთი საბოლოოდ გამოვა კრიზისიდან.
თავის გამოსვლაში რუსეთის ფინანსთა მინისტრი ასევე შეეხო უცხოური ინვესტიციების თემას.
კუდრინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკაში უცხოური კომპანიების პირდაპირმა შედინებამ 2010 წელს 13-14 მილიარდით იკლო, 27 მილიარდთან შედარებით "საუკეთესო წლებში".
მინისტრმა ყველას მოუწოდა მოახდინონ მდგომარეობის კონცენტრაცია იმისათვის რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ინვესტიციისათვის.