21-24 თებერვალს საქართველოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრები ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ბრიტანეთის პარლამენტის წევრები თბილისში 21 თებერვალი 00:50 საათზე ჩამოვლენ.
იმავე დღეს, დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ
ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჯგუით გოფის რეზიდენციას ეწვევიან, რის შემდეგაც პარლამენტში გაემგზავრებიან და შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანთან, საქართველოს პარლამენტის დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილთან გამართავენ.
პარლამენტში შეხვედრების დასეულების შემდეგ ბრიტანელი პარლამენტარები "ფრონტლაინ კლუბში" 17:45 საათზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ვიზიტის მეორე დღეს, 22 თებერვალი საქართველოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრები ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
იმავე დღეს, დეპუტატები საქართველოს სტრატეგიისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდებიან, რის შემდეგაც 15:00 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, გიორგი ბოკერიას გამართავენ შეხვედრას, ხოლო 16:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის და 17:00 საათზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ბრიტანელი პოლიტიკოსების ვიზიტის მესამე დღეს, 23 თებერვალს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესტუმრებიან, საიდანაც სოფელ მუხრანში და ოძისში ჩავლენ და შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავენ.
იმავე დღეს, სტუმრები მცხეთის ისტორიული ძეგლების დათვალიერებენ, ხოლო 15:30 საათზე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, ხოლო 18:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდებიან.
24 თებერვალს, დილის 09:40 საათზე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირის ჯგუფის წევრები თბილისიდან გაემგზავრებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დელეგაციის ხელმძღვანელი, თემთა პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნაიჯელ ევანსი, ჯონ ვიტინგდაილი, მარკ რეკლესი, პოლ ფლინი, ლორდ ბრეტი, პროფესორი, ლორდ ჰარის პენთერგართი და ემმა მაკეი.