დღეს, 20 თებერვალს, საქართველოში მეგობრული ვიზიტით მყოფი ათონის წმინდა მთის ბერები ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად თანამსახურებით აღავლენენ საღმრთო ლიტურგიას.
ათონელი ბერები საქართველოშო 17 თებერვალს ჩამოვიდნენ.
სტუმრებს შორის არიან: ვატოპედის მონასტრს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები _ ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ); მათ თან ახლავთ ორი საერო პირი: ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი.
ათონელი ბერები საქართველოში 10 დღეს დაჰყოფენ და საქართველოს სიწმინდეებს მოილოცებენ.