საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყატარის რესპუბლიკაში გაემგზავრება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტი 20-21 თებერვლასაა ჩანიშნული.
ოფიციალური ინფორმაციით, მხარეები საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელებენ და რამდენიმე "საერთაშორისო ხელშეკრულებას" გააფორმებენ.
ამასთან, უწყების ცნობით, ყატარელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნესკლიმატით არიან დაინტერესებულნი, რის კონტექსტშიც, შესაძლოა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ყატარში საქართველოს საგარეო უწყების დელეგაციის პირველი ვიზიტი. მის ფარგლებში უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ყატარის ემირთან, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალისთან.