სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წინაშე, როგორც ადრე, ახლაც დიდი საფრთხე დგას.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში გამართულ კონფერენციაზე: "აშშ-ს სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან და კასპიის რეგიონთან მიმართებაში" განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ კავკასიაში არ არის სამხედრო საფრთხე, პოლიტიკური წინააღმდეგობის რისკი საკმაოდ მაღალია.
მინისტრის შეფასებითვე, აშშ მეტწილად დაკავებულია საკუთარი პრობლემებით, რუსეთი კი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკუთარი პოზიციების გაძლიერებით.
"მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, რუსეთი დიდი კავკასიის ნაწილია და რა თქმა უნდა, იქ საკუთარ ნაციონალურ ინტერესებს ატარებს. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა პატივი სცეს ჩვენს ნაციონალურ ინტერესებსაც და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა გარეგავლენების გარეშე უზრუნველყონ საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებულობა. ეს ჩვენი უფლებაა", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, "ჩვენ იმ აზრის ტყვეები ვართ, რომ ყველა ნეგატიური მოვლენა, რაც ჩვენთან ხდება, მესამე ქვეყანას უკავშირდება".
"ჩვენს პრობლემებში არ არის განსაკუთრებული დანაშაული სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხების", - აღნიშნა მან.