"იულია ტიმოშენკოსთან გარკვეულ მსგავსებას ვხედავ, თუმცა გვაქვს განსხვავებული თვისებებიც," _ აღნიშნა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "კორესპონდენტ.ნეტ"-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში, როცა იგი დაინტერესდა, არის თუ არა ნინო ბურჯანაძე ქართველი ტიმოშენკო.
ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ წარსულში მას იულია ტიმოშენკოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რაც დღესაც გრძელდება.
"ჩვენ შორის მსგავსების ხაზს არ გავავლებდი, ჩვენ მაინც განსხვავებულ ქვეყნებს განვეკუთვნებით," _ აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "კორესპონდენტ.ნეტ"-ის ჟურნალისტს ინტერვიუ კიევში ყოფნისას მისცა.