სამართალდამცველებმა პარტია "თავისუფლების" წევრი სანდრო ბრეგაძე დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბრეგაძის თანაპარტიელმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, მიზეზი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელთან შელაპარაკება გახდა.
"წუხელ, სანდროს, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბშიც კი არ გადაზრდილა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, ის სახლში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე საათში მასთან პოლიციელები მივიდნენ და განყოფილებაში წაიყვანეს", - განმარტა სადღობელაშვილმა.
მისივე თქმით, ბრეგაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ამასთან, სადღობელაშვილის ინფორმაციითვე, მას, ხულიგნობას ედავებიან.