აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანს გააფრთხილა, თუ ქვეყანა ბირთვულ შეთანხმებას არ დაიცავს, აშშ სამხედრო მოქმედებებს განაახლებს.
„მე ვუთხარი ირანს: თუ თქვენ შეთანხმებას არ დაიცავთ, მე არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენ დაგბომბავთ. არ მგონია, რომ ისინი შეთანხმებას დაარღვევენ... მაგრამ თუ დაარღვევენ, ჩვენ მათ ისევ დავბომბავთ,“ - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთის ქალაქ ევიანში G7-ის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.