რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ნებისმიერი ხელისშემშლელი ძალის გზაზე წინააღმდეგობის აღმართვას მოითხოვს და რუსეთის უშიშროების საბჭოს ყურადღებას საქართველოზე ამახვილებს.
"ყველას კარგად გესმით, რომ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ყველაფერი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხაზით, უნდა გაკეთდეს", _ განაცხადა მედვედევმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ძალა, რომელიც ცდილობს, ოლიმპიადის ჩატარებას შეუშალოს ხელი, უნდა გამოვლინდეს.
"ეს ძალა პასუხისგებაშიც უნდა იქნეს მიცემული იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება", _ განაცხადა მედვედევმა.