"ვაშინგტონი სრულიად ობიექტურ ინფორმაციას იღებს თავისი პარტნიორების შესახებ", _ ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, თითქოს წინა ელჩი ჩვენს ხელისუფლებას მიკერძოებულად იცავდა და არაობიექტურ ინფორმაციას აწვდიდა. სინამდვილეში, ვაშინგტონი თავს არ მოიტყუებს. მან ყველაფერი იცოდა, მათ შორის, ისიც, თუ როგორ იქცეოდა რომელიმე დიპლომატი ამა თუ იმ ქვეყანაში.
"დღეს გარდატეხის მომენტია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ აშშ თავისი პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებას აქამდე მხარს გამოკვეთილად უჭერდა. მეტიც, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ სააკაშვილს, როცა იცოდნენ, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი დაბალი იყო. გარდა ამისა, აშშ საკუთარ მოთხოვნებს რბილ ხასიათს აძლევდა. ობამას ბოლო გამოსვლით კი მენიშნა, რომ ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენების შემდეგ აშშ პოლიტიკას ცვლის", _ აღნიშნა სესიაშვილმა.