ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში გაგრძელდება. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ პარლამენტში კონცეფციის პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ქუთელიას თქმით, შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები კატეგორიების მიხედვით დაჯგუფდება და მათი დეტალური შესწავლა მოხდება.
"მინდა ვთხოვო დღეს გამოთქმული შენიშვნების ავტორებს, არგუმენტები უფრო დეტალურად მოგვაწოდონ, რადგან ზოგიერთი შენიშვნა ბუნდოვანი იყო", - აღნიშნა ქუთელიამ.