"ზოგადად, ექსპერიმენტების ქვეყანა ვართ. ამიტომ ხელისუფლებაში ვიღაცამ თქვა, _ მოდი, ბურების ჩამოსახლების პროექტი განვახორციელოთ... და ხედავთ, ხალხი მაინც არ იღებს ხმას", _ აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ექსპერტი ამ პროექტს მრავალი მიზეზის გამო კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ შორის, დემოგრაფიული მოსაზრებით, ეკონომიკური კუთხით, ზოგადად ქვეყნის განვითარების პოლიტიკით.
"სააკაშვილს თუ ჰგონია, რომ ბურებზე ნაკლები მოსავლისა და შრომის სურვილი აქვს კახელ კაცს, ძალიან ცდება. უბრალოდ, ბურს უფასოდ აძლევენ მიწას, ტექნიკას, რადგან ხელისუფლებამ ეს პროექტი მერე უნდა გაამართლოს. სინამდვილეში, მიმაჩნია, რომ ქართველი ერი, განსაკუთრებით კახელები, რომელთა შირაქის ველზედაც ბურებს უპირებენ ჩასახლებას, ძალზე მშრომელი ადამიანები არიან", _ აღნიშნა სესიაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ კახელებს ბურების მსგავს პირობებში ჩააყენებენ, ისინი უკეთესად გამოავლენენ თავს.