"მრეწველები" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სასურსათო უსაფრთხოების ასახვას მოითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს "მრეწველების" ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, როდესაც ასეთი სერიოზული დოკუმენტის შემუშავება ხდება, აუცილებელია მისი საერთო პოლიტიკური კონსენსუსის გზით მიღება.
მისი შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია ასახული, თუმცა სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დოკუმენტში გამორჩენილია.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვა კომიტეტების დონეზე დაიწყო. მიუხედავად არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა, რომლებმაც დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობაზე მზადყოფნა განაცხადეს, დღეს პარლამენტში მხოლოდ "მრეწველები" მივიდნენ.