მომავალ კვირას პარლამენტის ნდობის ჯგუფი ჯგუფი საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე მუშაობას დაიწყებს. აღნიშნული ინიციატივით დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გამოვიდა.
როგორც თარგამაძემ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტის განხილვისას ოპოზიციის შენიშვნების შემდეგ აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა საფრთხეების შეფასების ყოველწლიურ დოკუმენტზე და შეფასებებისა და შენიშვნების ნაწილი, რასაც დეპუტატები გამოთქვამენ, სწორედ აღნიშნულ დოკუმენტში იქნება ასახული.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარალელურად მიიღება საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომლის ნაწილიც გასაიდუმლოებულია.