ექსპერტები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის როლის გამოკვეთას ითხოვენ.
როგორც დღეს კონცეფციის განხილვის დროს ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საერთაშორისო კავშირების განმტკიცება საუბარი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებს, უკრაინასა და თურქეთს შეეხება და გამორჩენილია დასავლეთ ევროპის ქვეყნები.
"კონცეფციაში საგარეო კავშირების განმტკიცებასთან დაკავშირებით მკვეთრად არ არის ნახსენები ჩვენი ურთიერთობების შესახებ ევროპის ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტინეთი. მნიშვნელოვანია, აისახოს, თუ რა ურთიერთობებია ჩვენს ქვეყნებს შორის და რა პერსპექტივებია შემდგომი განვითარების კუთხით", - აღნიშნა გოგოლაშვილმა.
მისი შეფასებით, კარგი იქნება, თუ აღნიშნული საკითხის დოკუმენტში გათვალისწინება მოხდება, სხვა მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას პასუხობს.