უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მიზნებით წერილები გაუგზავნა სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც.
ამის შესახებ მან ტალინში, ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, მან წერილები გაუგზავნა ევროკავშირს, აშშ-ის პრეზიდენტს და აშშ-ის კონგრესსაც, სხვადასხვა სტრატეგიული მიზნებით.
მისი განმარტებით, აშშ-ისადმი მიმართვის ერთ-ერთი მიზანი იყო ყურადღების ნაწილობრივ გადატანა ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაზე, რადგან ქვეყანას სჭირდება დიდი რაოდენობით ანტისარაკეტო სისტემები.
რაც შეეხება ვლადიმირ პუტინისთვის გაგზავნილ წერილს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონკრეტულ დეტალებს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა აღნიშნა, რომ შედეგი მიიღო.
„მე მიზანი მქონდა, როდესაც წერილს გუგზავნიდი და ვფიქრობ, რომ საჭირო შედეგი მივიღე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა შედეგზეა საუბარი რუსეთის ლიდერისთვის გაგზავნილი წერილის კონტექსტში.