ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებისთვის პოზიტიურ შესაძლებლობებს შეიცავს. ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტმა დღეს განიხილა.
კონცეფციის მიხედვით, საქართველოს ყოველთვის მოიაზრებდა თავის თავს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად.
"შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირის დემოკრატიული ზონის აღმოსავლეთით გაფართოება. საქართველო მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს მსოფლიოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებთან. ამ ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნეოლვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში", - აღნიშნულია კონცეფციაში.