ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების ჩაწერას ითხოვს.
"საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების თავში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხე არსებობს, მაგრამ არაა გაწერილი ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დივერსიული ჯგუფების შეგზავნა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დივერსიულ-ტერორისტული აქტების განხორციელება, რომლის გამოცდილება უკვე გვაქვს", - აღნიშნა ჩიტაძემ.
მისი თქმით, საგარეო პრიორიტეტებში სუამის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხი უნდა დაემატოს, ასევე უნდა განისაზღვროს საქართველოს როლი და ადგილი შავი ზღვის რეგიონში.