"ქრისტიან-დემოკრატები" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მედიის როლის განვითარებისა და ხელშეწყობის ცალკე ქვეთავად გამოყოფას მოითხოვენ.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ უსაფრთხოების კონცეფციის განხილვის დროს განაცხადა, 2005 წელს მიღებულ დოკუმენტში აღნიშნული საკითხი ცალკე იყო გამოყოფილი, თუმცა განახლებულ რედაქციაში მედიის როლი ბუნდოვნადაა ასახული.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა დოკუმენტში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის როლის ასახვის საკითხი დააყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილემ ბათუ ქუთალიამ თარგამაძეს სთხოვა, წინადადებები დასაბუთებული ფორმით მიაწოდოს.
ქუთელიას თქმით, აღნიშნული საკითხების ასახვა ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში შესაძლებელია, თუმცა მის ფორმულირებაზე დამატებითი მუშაობაა საჭირო.