საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო მზადაა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების საკითხი ასახოს.
როგორც კონცეფციის განხილვაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ აღნიშნა, აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან საზღვრისპირა, მთიანი რეგიონების საკითხი დოკუმენტში ცალკე თავად გამოიყოს და ჩაიწეროს, რომ საზღვრის ბუნებრივად გაძლიერება ამ რეგიონებში მოსახლეობის დამაგრების ხელშეწყობა უნდა იყოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, რომ "ეს ახალი იდეა და მის დოკუმენტში ჩასადებად მზად არის შემდგომი კონსულტაციებისთვის".
შეგახსენებთ, რომ დავითაიას ინიციატივა ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე მთიანი რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას.