ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დეპუტატები რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის მკაფიო ასახვას მოითხოვენ. აღნიშნული საკითხი კონცეფციის განხილვის დროს დააყენა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ, მოითხოვა დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიების მიმართ ტერმინი ოკუპაციის დამკვიდრება აისახოს.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ტერმინის - "მარვალეთნიკური ქართველი ხალხის" ჩაწერა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ამ გაუგებარი ტერმინის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას აქვთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ "ქრისტიან-დემოკრატებს" მოუწოდა, წინადადებები უფრო გარკვევით ჩამოაყალიბონ და იგი მზად არის კონსულტაციების გასავლელად.