აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე, რომელიც მან ვლადიმირ პუტინს მისწერა, და განაცხადა, რომ მათი შეხვედრის იდეას მხარს უჭერს.
აშშ-ის პრეზიდენტს ზელენსკის პუტინისადმი ღია წერილზე ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ მათი შეხვედრა შესანიშნავი იქნება.
„ზუსტად არ ვიცი, თუმცა მიხარია, რომ ისინი, შესაძლოა, შეხვედრაზე საუბრობენ“, - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან თეთრ სახლში საუბრისას.
მისი თქმით, ზელენსკი და პუტინი „ორი წარმოუდგენელი ქვეყნის კარგი ადამიანები“ არიან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ შეხვედრის შესაძლო ორგანიზებისთვის „ბევრი გააკეთა“.
„ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი შეხვდებიან. ეს უნდა გააკეთონ. დაასრულეთ ეს“, - განაცხადა ტრამპმა.