საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დღეს უნგრეთის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გიორგი თარგამაძემ და გაბორ საგმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. თარგამაძემ სტუმარს ქვეყნის განვითარების მისეული ხედვაც გააცნო. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნგრეთის სამთავრობო პროექტებს, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას და ქვეყანაში მედიის მდგომარეობას.
უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. გიორგი თარგამაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ საგს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ევროკავშირის მისიის საქმიანობისა და სამშვიდობო ძალისხმევისთვის.
ელჩთან შეხვედრას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძეც ესწრებოდა.