უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივნისის ბოლოს საფრანგეთში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ანის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, სამიტი გაიმართება საფრანგეთში, ქალაქ ევიან-ლე-ბენში, სადაც შეიკრიბებიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
Politico-ს ინფორმაციით, ზელენსკი შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს სამხედრო დიპლომატიაზე და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების ფონზე.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მარტში საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, თითქოს ზელენსკი სამიტზე, რომელიც 15–17 ივნისს უნდა ჩატარდეს, მიწვეული არ იყო.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ელისეს სასახლის პრესსპიკერი, რომელიც G7-ის შეხვედრას აორგანიზებს, ზელენსკის შესაძლო მიწვევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური დადასტურება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტში მონაწილეობაზე ჯერ არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები პარიზში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ირანის გარშემო არსებულ ვითარებას და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ უსაფრთხოების საკითხებს.