"ქრისტიან-დემოკრატები" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლის განსაკუთრებულად გამოყოფას მოითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, აუცილებელია დოკუმენტში ეკლესიის როლიც აისახოს და სახელმწიფომ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც აიღოს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ქართული სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხზე.
"გარდა აღნიშნული საკითხებისა, ასევე აუცილებელია დოკუმენტში ჩაიწეროს იმ გამოწვევის შესახებაც, რომელიც დემოკრატიის განვითარების მდგომარეობას ეხება", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახლაი კონცეფცია ექნება. 2005 წელს მიღებული დოკუმენტის განახლებაზე პირველი სამუშაო შეხვედრა 15 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შედგა, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეიდან კი, კონცეფციის განხილვა კომიტეტების დონეზე დაიწყო. ამ წუთებში დოკუმენტს დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.