აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებები შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ლიბანში ისრაელის ქმედებები იყო.
დონალდ ტრამპი CNBC-თან სატელეფონო ინტერვიუში ირანის მხრიდან აშშ-სთან კომუნიკაციის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაღელვებს დასრულდა თუ არა. ვფიქრობ, მოსაწყენი ხდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.