ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება და ეს კარგი იქნება აშშ-სთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება და ეს კარგი შეთანხმება იქნება აშშ-ისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. „ნუთუ „დუმოკრატებს“ და ზოგიერთ, ერთი შეხედვით არაპატრიოტ „რესპუბლიკელს“ არ ესმით, რომ ჩემთვის ბევრად რთულია ჩემი საქმის სწორად შესრულება და მოლაპარაკება, როდესაც პოლიტიკური აქტივისტები უპრეცედენტო დონეზე, გამუდმებით „წუწუნებენ“ ისევ და ისევ, რომ უნდა ვიჩქარო, ან ვიმოქმედო ნელა, ან დავიწყო ომი, ან არ დავიწყო ომი, ან რაც არ უნდა იყოს. უბრალოდ დამშვიდდით და დაელოდეთ - ყველაფერი საბოლოოდ კარგად იქნება. როგორც ყოველთვის, ასეც ხდება!“- წერს ტრამპი.