რამდენიმე ქვეყნის შემდეგ ისრაელმა საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოსა და თურქეთშიც დახურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არც თავად ისრაელის საელჩოში და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ კეთდება.
სავარაუდოდ, საელჩოების დახურვა დროებით ხასიათს ატარებს და ის ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ მოსალოდნელ ტერაქტებს უკავშირდება.
ისრაელის სადაზვერვო დეპარტამენტის მონაცემებით, იმის გამო, რომ შემცირდეს "ჰეზბოლას" მიერ მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხე, საელჩოები დროებით დახურვას ეგვიპტეში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მალში, მავრიტანიასა და ვენესუელაში დაექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელმა დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობა შეაჩერა აშშ-შიც, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნულის მიზეზად სარემონტო სამუშაოები სახელდება.
შეგახსენებთ, რომ "ჰეზბოლას" წევრები ამ დღეებში დაჯგუფების ლიდერის იმად მუგნიის გარდაცვალებიდან სამი წლის "აღნიშვნას" აპირებენ, რის თაობაზეც ისრაელის ხელისუფლებას შესაბამისი სიტყვიერი გზავნილი გაუგზავნეს კიდეც.