დღეს 12.00 საათზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოში ყოფილი ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამართლიანი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ნატო ხოხიაშვილმა აცნობა, სარჩელი ზურაბ ნოღაიდელის სახელფასო დავალიანებებს შეეხება. პარტიის ყოფილი წევრები ნოღაიდელისგან კვლავაც ხელფასის მიღებას მოიხოვენ.