სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელობას შეხვდა.
ელისონ შვარცთან შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსადმი მხარდაჭერასა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა გაიმართა ოკლაჰომელ სენატორ ჯეიმს ინჰოპთანაც, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრია.
გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში ასევე შეხვდა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მარშალის ფონდის წარმომადგენლებს.
"საკმაოდ საინტერესო საუბრები გვქონდა ბატონ მინისტრთან. მან გაგვაცნო საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და უშიშროების საკითხები. ჩვენ დღეს რუსეთის თემაზეც ვისაუბრეთ ასევე ვისაუბრეთ რეზოლუციაზე მუშაობის დაწყების შესახებ. გავიხილეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საკითხები. ჩვენი საუბარი ასევე შეეხო ამ თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებას, რა თქმა უნდა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ აღიარებას", _ განაცხადა აშშ-ის კონგრესის წევრმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ელისონ შვარცმა.