საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-სა და კანადაში თემურ იაკობაშვილი ესწრებოდა.
"შეხვედრებზე განხილულ იქნა მთელი სპექტრი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა დაწყებული პოლიტიკური საკითხებით დამთავრებული ეკონომიკური საკითხებით, უსაფრთხოების საკითხებით. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ამ ყველა სფეროში კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან საგნობრივი შეხვედრები არ იყო ზოგადად და განცხადების დონეზე, არამედ იყო განხილული კონკრეტული გზები და მექანიზმები იმისათვის, რომ ყველა ამ სფეროში ჩვენ გვქონდეს სერიოზული წინსვლა", _ განაცხადა თემურ იაკობაშვილმა და დასძინა, - "სასიხარულოა ის რომ ამერიკის მხრიდან არის მზადყოფნა, რომ პროგრესი იქნეს მიღწეული და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს პროგრესი იქნეს მიღწეული მალე და არა ათი წლის შემდეგ".