დღეს, 18 თებერვალს, პარლამენტში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა დაიწყება.
აღნიშნული საკითხი, სამი კომიტეტის - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის - ერთობლივ სხდომაზე განიხილება, რომელშიც მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით მიიღებენ.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ მომხსენებელი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია იქნება.