დღეს, 18 თებერვალს, წარმომადგენლობითი სახალხო კრება წინააღმდეგობის კომიტეტებს სიღნაღსა და ყვარელში დააფუძნებს.
ღონისძიებას აღმასრულებელი საბჭოს წევრები დაესწრებიან. არჩეული იქნებიან კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები.
საქართველოს მასშტაბით უკვე 28 წინააღმდეგობის კომიტეტია შექმნილი.
კრების წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული კომიტეტები საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის მოამზადებენ.