რუსებმა დნიპროზე მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანებულია ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჯას ინფორმაციით, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბავშვი.
ოლქის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში ინფრასტრუქტურის დაზიანების ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.