რადიკალების მთავარი მიზანია, უცხოეთს დაანახონ, რომ პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ ცოცხალი არიან და რაღაცის გაკეთების უნარი აქვთ. ამ მიზნის რეალიზებას ადამიანთა მხარდაჭერა სჭირდება, –ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების საერთო განწყობაში რაიმე დისონანსის შეტანას ვერ შეძლებენ.
„2012 წლიდან დღემდე, ყველა წამოწყებაში როგორც ჩაფლავდნენ და როგორც დაენგრათ თავზე ფანჩატურები, რომლებსაც აკოწიწებდნენ, ასე დაენგრევათ 26 მაისის გეგმაც. საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, საკუთარი აზრის გამოხატვა. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ყველა ფრთხილად უნდა იყოს. გამორჩეულად ის ადამიანები, რომელთაც 26 მაისს თბილისის ქუჩებში, რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები დააყენეს. ცხადია, საზოგადოების საერთო განწყობაში რაიმე დისონანსის შეტანას ვერ შეძლებენ. რას დაანახებენ თავიანთ უცხოელ პატრონებს, ეს გამოჩნდება. სახელმწიფო თავის ადგილზეა. ყველა სამართალდარღვევას პასუხი გაეცემა და საზოგადოებაც ამ დღესასწაულს ისე იზეიმებს, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.