აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ირანმა „ფაქტობრივად ყველაფერი დაკარგა“.
„მათი ფლოტი აღარ არსებობს, მათი ავიაცია აღარ არსებობს - თითქმის ყველაფერი განადგურებულია“, - თქვა ტრამპმა ქალაქ ნიუ ლონდონში, შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე.
მისი თქმით, ახლა მთავარი საკითხია, „მივიყვანთ თუ არა ყველაფერს ბოლომდე, თუ ისინი შეთანხმებას მოაწერენ ხელს“.
„ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა მან.
მანამდე ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას „არ ჩქარობს“.
„ჰორმუზის სრუტის გახსნა მოგვიწევდა და ის მაშინვე გაიხსნებოდა. ამიტომ ამ საკითხს კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“, - განაცხადა მან.
„სჯობს რამდენიმე ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე ბევრი“, - განაცხადა ტრამპმა და დაამატა: „ამის გაკეთება ორივე გზით შეგვიძლია“.
მან ასევე თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „გააკეთებს ყველაფერს, რასაც ვეტყვი“.
„ის ომის პერიოდის პრემიერ-მინისტრია და არ ვფიქრობ, რომ მას სხვაგვარად მოექცეოდნენ“, - დასძინა ტრამპმა. მან სავარაუდოდ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმეზე მიანიშნა.