"რესპუბლიკურმა პარტიამ" "თბილისის წყლის" პრივატიზაციის შესახებ მის ხელთ არსებული მასალების გამოქვეყნება დაიწყო.
როგორც ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასალების საზოგადოებისთვის გაცნობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ "თბილისის წყლის" თაობაზე მასალების განსაჯაროების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
"მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი საქმეზე - თინათინ ხიდაშელი გიგი უგულავას წინააღმდეგ. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა "აუტდოორ.გე"-სა და მერიის სარეზერვო ფონდის (2009-2010 წ.) ასპექტში და ეს მასალები გადმომეცა. მის ნაწილს ვაქვეყნებ", - განმარტა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები