სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ჟურნალისტების მიერ საპატიმრო დაწესებულებების მონიტორინგის წინააღმდეგია.
"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პენიტენციურ სისტემის მონიტორინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჟურნალისტების ვიზიტსა და მსჯავრდებულ პირებთან მათი უშუალო კომუნიკაციის გზით გათვალისწინებული არაა", - ნათქვამია ხათუნა კალმახელიძის უწყების მიერ მოძრაობისთვის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" გაგზავნილ წერილში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე კვირაში ამოქმედდება ვიდეოპაემნის საპილოტო პროგრამა, რის შესაბამისადაც ჟურნალისტებს ვიდეოპაემნით სარგებლობა და მსჯავრდებულებთან გასაუბრება შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები საპატიმროებში შეშვებას და იქ არსებული მდგომარეობის "საკუთარი თვალით ნახვას" ითხოვენ.